
საქართველოს კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინულ სამხედრო-სპორტულ სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21/05/2019 15:25:20 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის, ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ სასწავლებელ ,,ზახისტნიკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე მაია გაბუნია და სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ლევან მიქიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინის, ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ სასწავლებელში ზახისტნიკში. ვიზიტის ფარგლებში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და ზახისტნიკის დირექტორმა ნიკოლაი სტრელნიკოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ითვალისწინებს ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს, სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე სასწავლებლების მსმენელების გაცვლით პროგრამებს.
„ლიცეუმის წარმომადგენლები ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ სასწავლებელს 10 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით სტუმრობდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები.
ლიცეუმსა და ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ სასწავლებელს შორის თანამშრომლობა „eTwinning“-ის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. „არა ომს და სამხედრო კონფლიქტებს“- იყო სასწავლებლების მიერ განხორციელებული პირველი, ერთობლივი პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ბესიკ მაჩიტაძე და ეკა მურუსიძე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021