Accentnews.ge
სანქციებისთვის გვერდის ავლა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა

სანქციებისთვის გვერდის ავლა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა

28/11/2022 11:17:40 ევროპა

ევროკავშირის საბჭომ სანქციებისთვის გვერდის ავლის სისხლის სამართლის დანაშაულების სიაში შეტანის გადაწყვეტილება დაამტკიცა.

ინიციატივა, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული, ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმებაშიც დაფიქსირდება.

"ეს გადაწყვეტილება აუცილებელი ინსტრუმენტია და გარანტია იმისა, რომ აღიკვეთება სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა" - განაცხადა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა.

ახლა ევროკომისიამ უნდა მოამზადოს დირექტივები სანქციებისთვის გვერდის ავლასთან დაკავშირებული დანაშალებისა და შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებების აღწერით. შემდეგ დოკუმენტს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მექანიზმის ამოქმედების წინადადებით ევროკომისია ჯერ კიდევ მაისში გამოვიდა. ეს ევროკავშირს სანქციებისთვის გვერდის ამვლელი ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების "ფაქტობრივი კონფისკაციის" გარანტირებისთვის დასჭირდა.

ივლისში მიღებული რიგით მე-7 სასანქციო პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა დაავალდებულა შეზღუდვებს დაქვემდებარებული რუსი ოლიგარქები, ჩინოსნები, ძალოვანები და კომპანიები, ნებაყოფლობით შეატყობინონ ხელისუფლებებს ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული მათი აქტივების შესახებ. ამ დირექტივის დარღვევა ამიერიდან სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ხდება, რაც სასამართლო დევნისა და ქონების კონფისკაციის საფუძველს შექმნის.

ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინაში ომის 9 თვის განმავლობაში ევროკავშირმა ჯამში 68 მლრდ ევროს ოდენობის რუსული აქტივები გაყინა. მათგან 50 მლრდ ევრო ბელგიაზე მოდის, 5,5 - ლუქსემბურგზე, დანარჩენი - გერმანიაზე, ირლანდიაზე, ავსტრიასა და საფრანგეთზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S