28-11-2022 15:53:22 პოლიტიკა ,სამართალი
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით კლინიკა "ვივა მედის" სამედიცინო პერსონალმა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ეტაპირების ნებართვა არ გასცა. ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებს კლინიკასთან, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
"მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები, ნევროლოგის დასკვა იყო პარასკევსაც და დღესაც მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ როდესაც ადმინისტაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე მას საავადმყოფო და თვითონ ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში, ამბობენ რომ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, ამბობენ, რომ გზის იმ მონაკვეთში საავადმყოფოდან სასამართლომდე, მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, ანუ პრაქტიკულად ლეტალური შედეგი, რაც მუთითებს, იმას რომ ძალიან მძიმე მდგომაროებაა ჯანმთელობის კუთხით. ასევე ბადრაგი და პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკშვლის გადაყვანა სასამართლ დარბაზი არ ხერხდება",- განაცხადა ხატია დეკანოძემ.
მისი განცხადებით ზედაპირული შეფასებითაც კი შეუძლია თქვას, რომ სააკაშვილი ამჟამინდელი მდგომარეობის პირობებში სავარაუდოდ, ჩვენების მიცემასაც ვერ შეძლებდა. ხატია დეკანოიძემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ნახვა არ სურდათდ და ამიტომ არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების ნებართვა.
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდი უნდა განეხილათ კვლავ გადაიდო. სხდომას ბრალდებული არ დასწრებია. სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და ექს–პრეზიდენტის საზღავრგარეთ გადაყვანას მოითხოვს. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.