
ფინანსთა მინისტრი განმარტავს, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი
28/11/2022 12:37:34 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი..
როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს.
„საჯარო პირობად გვაქვს აღებული, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, რადგან მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში შეძლონ საჯარო სამსახურებმა ფუნქციონირება. ეს წელი გამონაკლისია უშუალოდ ჯარისთვის, პოლიციისთვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის. არსებული რეალობიდან და რისკებიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.