Accentnews.ge
"ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას": ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მთავარი გასაღები

"ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას": ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მთავარი გასაღები

28/11/2022 13:12:24 კონფლიქტები

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიული ხაზი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში კარგად გაანალიზებულ და გააზრებულ პრაგმატულ პოლიტიკას უნდა ეფუძნებოდეს. ქართული და აფხაზური საზოგადოების საერთო ინტერესები შერიგების დინამიურ პროცესში უფრო მეტად გამოიკვეთება ვიდრე არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნების პირობებში. გამომდინარე იქედან, რომ არსებული ჟენევის ფორმატი ვერ გასცდება თავის მანდატს, რომელიც უშუალოდ უსაფრთხოების საკითხებზე ფოკუსირდება, აუცილებელია აფხაზებთან საკომუნიკაციო არხების შექმნა და გამოყენება ინფორმაციის გაცვლის, ნდობის განმტკიცებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონტურების მოსახაზად.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრები პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე შეიცავს გაუთვალსწინებელ რისკებს, რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ გაუმართლებელი ომის ფონზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა აფხაზებთან ურთიერთობის უფრო გააქტიურების აუცილებლობა. სახალხო დიპლომატიის ფორმატი, რომელზეც თავად აფხაზებიც აკეთებდნენ აქცენტს ქართველებთან ურთიერთობების კონტექტში, უნდა იქცეს აფხაზებთან ნორმალიზებული ურთიერთობის მთავარ გასაღებად. ეს პოტენციალი სწორად უნდა შეფასდეს და ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების აქტიური ჩართულობით დაიგეგმოს და განხორციელდეს საქმიანობა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა ვითარებამ მკაფიოდ დაგვანახა კონფლიქტის მოგვარების რეალური გზების ძიების აუცილებლობა და ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობისათვის ქმედითი ფორმატების შესაქმნელად.

აფხაზები, როგორც დეკლარირებლად ასევე არადეკლარირებულად, ცდილობენ ქართულ მხარესთან ურთიერთობების დალაგებას. გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, სახალხო დიპლომატიის ფორმატში, ისინი მეტად კონფორტულად გრძნობდნენ თავს და ამით გარე ჩარევის რისკები დაყავდათ მინიმუმამდე, რაც კარგად გასააზრებელი იყო შემდგომი პრაგმატული მიდგომების შესამუშავებლად.

რუსეთ-უკრაინის ომმა, აფხაზეთის რეგიონშიც შეცვალა ვითარება. მანამდე კი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნაც გარკვეული სიგნალი იყო შედარებით ხისტი და უკვე ღია ანექსირებისკენ მიმართული პროცესების წასამართად ოკუპირებულ რეგიონში. ამის ერთერთი ნათელი მაგალითია სოფელი აიბგა და ბიჭვინთის ცნობილი აგარაკებთან დაკავშირებული შექმნილი ვითარება.

აფხაზური საზოგადოების თვითმყოფადობას და განვითარებას ვერ უზრუნველყოფს საოკუპაციო რეჟმი. შესაბამისად, ისინიც გამოსავლის ძიებაში არიან. რთულდება ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური პირობები და შექმნილი ვითარების ფონზე არსებობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაში პირველ ეტაპზე მოიაზრება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების ჩართულობა და გააქტიურება, რომლებიც პირდაპირ არ არის ასოცირებული პოლიტიკურ შემადგენელთან, მაგრამ მნიშნელოვნად ხელს შეუწყობს აფხაზურ საზოგადოებაში ნდობის აღდგენის პროცესს.

პირველ ეტაპზე სახალხო დიპლომატიის ფარგლებში განსახილველი თემები უნდა იყოს:

➢ ჯანდაცვა;

➢ გარემოს დაცვა;

➢ განათლება, კულტურა და სპორტი;

➢ სოფლის მეურნეობა;

➢ ერთობლივი ბიზნეს პროექტები და ეკონომიკური აქტივობები.

ყველა ზემოხსენებული საკითხები სახალხო დიპლომატიის სხვადასხვა ფორმატში ბევრჯერ არის განხილული აფხაზებთან, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას თანამშრომლობაზე, რაც ცალსახად გვაძლებს შესაძლებლობას, მომავალში მოვახდინოთ ქართულ-აფხაზური ინტერესების დაახლოება. ასევე, სხვა მნიშვნელოვანი თემების გააქტიურება და ინტერესების თანხვედრა, რაც აუცილებლად მოგვცემს კონფლიქტის ტრანსპორმაციის საშუალებას. იმისთვის, რომ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში შექმნილი ფორმატები იყოს ქმედითუნარიანი და შედეგზე ორიენტირებული შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განიხილონ სხვადასხვა ფორმატების შექმნის შესაძლებლობა თემატურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, რათა მოხდეს ინფორმაციების გაცვლა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამისათვის საჭიროა დაუყონებლივ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი დახურულ ფორმატში.

სახალხო დიპლომატია, რომ იყოს ეფექტიანი აუცილებელია პარალელურად ვიმუშაოდ საინმფორმაციო-ანალიტიკური მიმართულებით, ამისთვის საჭიროა:

✓ შეიქმნას საინფორმაციო ბანკი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა შესაბამისი ინფორმაცია;

✓ მოხდეს აკუმულირებული, მოძიებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება, რომელიც მოგვცემს საშუალებას კომპლექსურად მიუდგეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს;

✓ გამოვყოფთ კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მოგვცემს შედარებით მოქნილად მუშაობის და ეფექტიანი სახალხო დიპლომატიის წარმართვის შესაძლებლობას.

✓ განისაზღვროს ადამიანური რესურსი აფხაზურ მხარესთან, სხვადასხვა დონეზე საკომუნიკაციოდ უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებათშორისი ნდობის ინფორმაციის გადასამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში.

პრაქტიკულად ამის სისრულეში მოსაყვანად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

• ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა (ღია და დახურული წყაროების გამოყენებით);

• ინფორმაციის ანალიზი/ანალიტიკური დამუშავება;

• პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების მოძიება-მოდელირება;

• კონკრეტული თემების გამოყოფა სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად;

• ტრენინგების, სემინარებისა და დისკუსიების დაგეგმვა და ორგანიზება;

• სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობა;

• ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭდრო თანამშრომლობა;

• ინოვაციური მიდგომების შემუშავება კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით;

  • სტრატეგიული კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთერთობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება (საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება/ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის გააქტიურებისა და პოპულარიზაციის მიზნით;

ზემოაღნიშნული მოსაზრებები ეფუძნება აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან მრავალწლიან ურთიერთობას და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით დაგროვილ სამუშაო გამოცდილებას.

ავტორი - "მოძრაობა აფხაზეთისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S