Accentnews.ge
"ქართული ოცნება" "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გააგზავნის

"ქართული ოცნება" "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გააგზავნის

28/11/2022 15:32:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კანონპრპექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ კანონპორპექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, არის სიცრუე. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწოდოს დასკვნას უკრაინის პარლამენტს.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ. იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის საშუალებით, ასევე, პირადი კომუნიკაციის დროს გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში.

იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იგივე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან, სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს ევროკავშირისგან, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაიგზავნოს, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ვიტყვით და ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. ბუნებრივია, ჩვენი კომუნიკაციის დროს თხოვნა და მოწოდება იქნება, კანონი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული, პროცესი დაჩქარებული და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როცა წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“,- განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S