Accentnews.ge
ხაბეიშვილი 3 დეკემბერს „ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს

ხაბეიშვილი 3 დეკემბერს „ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს

29/11/2022 06:01:18 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებს.

მისი თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა.

"მე ჩემს თანამებრძოლებთან, ენმ-ის მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ, შაბათს, 3 დეკემბერს 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა: პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით, ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში. არამხოლოდ შაბათისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S