29-11-2022 11:02:51 ეკონომიკა ,რეკლამა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ქართული ორცხობილას მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსი“ საწარმოს თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდა. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბანკის მხარდაჭერით, „ჯორჯიან ბეიქერსის“ საწარმომ, 2021 წლიდან, ორთაჭალიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადაინაცვლა, რომელიც ახალი თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.
საკონდიტრო ნაწარმისა და სნექების მწარმოებელ კომპანიას - „ჯორგიან ბეიქერს“ Georgian Bakers - სასუსნავის მოყვარული მომხმარებელი 14 წელიწადია, იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაარსება რთულ დროს - 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა და დამფუძნებლებს, შესაბამისად, ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერის გადალახვა მოუწიათ, 2009 წლის აპრილში კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსი“ მაინც გაიხსნა და პირველი პროდუქციაც მალევე გამოუშვა. მომხმარებლის პირველი უკუკავშირის შემდეგ კი უკვე ცხადი გახდა, რომ „ჯორჯიან ბეიქერსის“ ორცხობილები ქართულ ბაზარზე თავის ადგილს მალე დაიმკვიდრებდა.
გამართული სტრატეგიისა და მოტივირებული დამფუძნებლების ყოველდღიური შრომის შედეგად, 4 სახის პროდუქტითა და რამდენიმე დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოვდა. დღეისათვის „ჯორჯიან ბეიქერსი“ 20-ზე მეტ ნაწარმს და 50 თანამშრომელს ითვლის და საქართველოს ბაზარზე საკონდიტრო მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ოპერირებს, რომელიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 1000 ტონამდე ორცხობილასა და სნექს უშვებს.
2022 წლამდე „ჯორჯიან ბეიქერი“ საკუთარი რესურსით 5000-მდე სავაჭრო ობიექტს ამარაგებდა. 2022 წლის შემოდგომიდან დამფუძნებლებმა სტრატეგია შეცვალეს და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილეს კვების პროდუქტების დისტრიბუტორის - „დიპლომატ ჰოლდინგს“ პარტნიორი გახდა, რომელმაც პროდუქციის ლოჯისტიკას და რეალიზაცია საკუთარ თავზე აიღო. გამოთავისუფლებული რესურსი კი კომპანიამ პროდუქციის დახვეწისა და გამრავალფეროვნებისკენ მიმართა.
სიახლეა ისიც, რომ „თიბისი“ მხარდაჭერით „ჯორჯიან ბეიქერსის“ საწარმომ 2021 წლიდან ორთაჭალიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადმოინაცვლა. ახალი საწარმო 2500 კვმ ფართობს იკავებს და თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.
„"თიბისი" გვერდში დაგვიდგა რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, მაშინ, როცა კომპანიას ახალი სიცოცხლის შესაძენად თავისი საქმიანობისთვის სახსრები სჭირდებოდა, რაც გამოიხატებოდა საწარმოს გადატანაში ერთი ადგილიდან მეორეში და ასევე მის განახლებაში. ამავე პერიოდში პრობლემები გვქონდა საზღვარგარეთიდან ნედლეულის შემოტანის ნაწილშიც. ზუსტად ამ დროს, პანდემიის პიკში, „თიბისიმ“ ჩვენი პოტენციალი დაინახა, გვენდო და დავიწყეთ პარტნიორობა, რომელიც დღემდე გრძელდება,“ - ამბობს „ჯორჯიან ბეიქერსის“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.
როგორც დამფუძნებლები ამბობენ, „ჯორჯიან ბეიქერსის“ წარმატების მთავარი საფუძველი ხარისხიანი ნედლეული, მომხმარებლის ინტერესი და უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელსაც კომპანიაში დაარსებიდან დღემდე ავითარებენ.
„კომპანიამ სტანდარტულ გზებს გადაუხვია და პროდუქციის წარმოების თავისი, უნიკალური ტექნოლოგია შეიმუშავა, რომლის შედეგიც ჩვენი პროდუქციის ხარისხი, გამორჩეული სიფხვიერე და კარგად დაბალანსებული გემოებია. 14 წელია, ჩვენი ნაწარმი - საბავშვო და სნექის მიმართულება, სეზონური შოკოლადის გლაზურიანი ორცხობილა - აქტუალობას და ერთგულ მომხმარებელს არ კარგავს, რაც ჩვენი გუნდის შრომისა და პერმანენტულად სიახლეების ძიების პროცესის შედეგია“ - აცხადებს მიხეილ ფარულავა.
სამომავლოდ „ჯორჯიან ბეიქერსი“ კიდევ უფრო გაფართოებას, პროდუქციის რაოდენობის გაზრდას და მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.