Accentnews.ge
უკრაინის არმია სვატოვოსა და კრემენოისკენ მიიწევს – გაიდაი

უკრაინის არმია სვატოვოსა და კრემენოისკენ მიიწევს – გაიდაი

29/11/2022 09:52:13 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალები „ნელა მიიწევენ“ სვატოვოესა და კრემენპოსკენ, – განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ.

„ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში მდგომარეობა საკმაოდ რთულია - ყველა ეს სოფელი ჯერ კიდევ იბომბება. ნევსკოეს, მაკეევკას არტილერიით, „გრადებით" ფარავენ რუსეთის საოკუპაციო ჯარები. ბრძოლები გრძელდება მუდმივად, 24–საათიან რეჟიმში. ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან წინ მიიწევენ, თავდაცვის ხაზს უჭირავთ. და მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, თანდათან მიიწევენ სვატოვოსა და კრემენოისკენ“, - თქვა მან.

გაიდაიმ ასევე დასძინა, რომ ლუგანსკის რეგიონიდან ევაკუაცია გრძელდება, ხალხი შედარებით უსაფრთხო რაიონებში გადაჰყავთ.

26 ნოემბერს სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის რეგიონის დეოკუპირებულ მაკიივკაში არც ერთი სახლი არ არის დარჩენილი, თუმცა იქ ჯერ კიდევ რჩება 30-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე ლიმანის, ბახმუტისა და ავდიევსკას მიმართულებით, ხოლო თავდაცვით პოზიციაში არიან კუპიანსკთან, ზაპოროჟიესთან, კრივოიროგისა და ხერსონის მიმართულებებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S