
სლოვაკეთმა უკრაინას საბრძოლო მანქანები გადასცა
29/11/2022 11:42:58 ევროპა
სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული BMP-1 ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა, – განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ.
„მოხარული ვარ, დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP-1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე“, - დაწერა მან Twitter-ზე.
მანამდე სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა 16 ზუზანა-2 თვითმავალი ჰაუბიცის წარმოებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რომელიც შემდგომში უკრაინას მიეწოდება.
ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისთვის რვა ჰაუბიცის მიწოდებაზე. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ უკვე შვიდი ჰაუბიცა მიიღო კიევმა.