Accentnews.ge
რუსების მიერ გატაცებული სასულიერო პირისა და მისი შვილის ცხედრები ტყეში იპოვეს

რუსების მიერ გატაცებული სასულიერო პირისა და მისი შვილის ცხედრები ტყეში იპოვეს

29/11/2022 11:56:05 ევროპა

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ნოვა კახოვკას მახლობლად, ტყეში ადგილობრივი ევანგელურ ქრისტიანული ეკლესიის დიაკონის ანატოლი პროკოპჩუკისა და მისი ვაჟის – ალექსანდრეს ცხედრები იპოვეს. რამდენიმე დღით ადრე ისინი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი მოკლულთა მეგობრებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც იუწყებიან, 22 ნოემბერს, საღამოს, ანატოლი და ალექსანდრე, რომლებიც თავიანთ ავტოფარეხში მუშაობდნენ, რუსმა სამხედროებმა მეზობელი სოფელ რაისკოეს მიმართულებით წაიყვანეს მათი მეგობრის მანქანით. რა უნდოდათ რუსებს მამაკაცებისგან, უცნობია.

26 ნოემბერს მათი ცხედრებ ტყეში მეგობრებმა იპოვეს. მათ ცეცხლსასროლით მიყენებული ჭრილებობები აღენიშნებოდათ. მანქანა გაუჩინარდა.

მოკლული სასულიერო პირი შვიდი შვილის მამა იყო. მისი მოკლული შვილი – 19 წლის.

ნოემბრის დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს განთავისუფლება, მაგრამ მარცხენა სანაპირო, ნოვაია კახოვკას ჩათვლით, კვლავ ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

მანამდე 50 წლის მწერლის, პოეტისა და ლიტერატურის დარგში მრავალი ჯილდოს ლაურეატის ვლადიმირ ვაკულენკოს ცხედარი იზიუმთან მასობრივ საფლავში იპოვეს. მწერალი ხარკოვის ოლქის სოფელ კაპიტოლოვკაში 2022 წლის მარტში გაუჩინარდა. ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვაკულენკოს მშობლები ეძებდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კაცი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S