
ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის და საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფს - სუნაკი
29/11/2022 13:47:51 ევროპა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ გაზრდის უკრაინას სამხედრო დახმარებას.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. მომავალ წელს ჩვენ შევინარჩუნებთ, გავზრდით კიდეც ჩვენს სამხედრო დახმარებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ საჰაერო თავდაცვის ახალ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. უკრაინის დაცვით ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ“, - თქვა სუნაკმა.
მან რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებს უწოდა ბრიტანეთისთვის მთავარი გამოწვევა და თქვა, რომ უკრაინის დახმარება მათ წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გზაა.
"პირველ რიგში, უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ევროპულ ურთიერთობებს ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა უსაფრთხოება და არალეგალური მიგრაცია. მეორეც, ჩვენ ვუყურებთ ჩინეთს გრძელვადიან პერსპექტივაში, ვაძლიერებთ ჩვენს გამძლეობას და ვიცავთ ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებას", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.