უკრაინის ენერგოსისტემის განადგურება ომის დანაშაულია - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

29-11-2022 18:23:46 ევროპა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე არის ომის დანაშაული, - განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა 29 ნოემბერს G7-ის კოლეგებთან მოლაპარაკების შემდეგ.

"გათბობისა და ელექტროენერგიის სისტემატური განადგურება ზამთრის ყველაზე ცივი თვეების მოლოდინში, საშინელი ომის დანაშაულია",– ციტირებს France-Presse მინისტრს.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების ფონზე, კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. ამასთან, მან მისი ქვეყნის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს უკრაინის მუნიციპალიტეტებთან პარტნიორული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან 29 ნოემბერს ბერლინში განაცხადა.

რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან გრძელდება, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის 50% განადგურდა, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები