"რელევანტურია, კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ახალ კონტექსტზე, ახალ პარამეტრებზე, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიაში შევა"

29-11-2022 18:35:32 ევროპა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვხედავთ, რომ ექსტრემალურად რელევანტურია, კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ახალ კონტექსტზე, ახალ პარამეტრებზე, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიაში შევა, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან ლუციან აურესკუმ ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ​ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ შავ ზღვას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს.

„გასულ წელს, ვაშინგტონში ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვასთან დაკავშირებით. თქვენ მოისმინეთ რუმინეთის პოზიციაც, მათ შორის ის იდეებიც, რომელიც ეხება აუზის ქვეყნების მედეგობას, ეკონომიკის განვითარებასა და შავი ზღვის კონსოლიდირებას როგორც ჰაბისა და სატრანზიტო წერტილის – ევროპას, კავკასიასა და შუა აზიას შორის. ვთანხმდებით, რომ შავ ზღვას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ვხედავთ, რომ ექსტრემალურად რელევანტურია, კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ახალ კონტექსტზე, ახალ პარამეტრებზე, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიაში შევა“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები