ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კოლონიიდან სარეანიმაციო განყოფილებაში გადაიყვანეს

29-11-2022 22:36:02 ევროპა

2020 წელს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი მარია კალესნიკავა კოლონიიდან გომელის კლინიკაში, სარეანიმაციო განყოფილებაში გადაიყვანეს,– იუწყება ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვიქტარ ბაბარიკას შტაბი.

ამავე წყაროს ცნობით, კალესნიკავა საავადმყოფოში 28 ნოემბერს ქირურგიული პათოლოგიით მოათავსეს. ორშაბათს მას ოპერაცია გაუკეთდა. კალესნიკავა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

კოლონიის ადმინისტრაციას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც იტყობინებიან, ჰოსპიტალიზაციამდე ცოტა ხნით ადრე კალესნიკავა სადამსჯელო იზოლატორში გაგზავნეს, თუმცა რატომ და რა დროით, უცნობია.

კალესნიკავას გასულ წელს 11–წლიანი პატიმრობა მიესაჯა ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის,რომელი 2020 წლის 9 აგვისტოს დაიწყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ის მეექვსედ გამოაცხადეს გამარჯვებულად. პროტესტი რეჟიმმა ძალადობრივი გზით ჩაახშო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები