გარკვეული წინააღმდეგობა აქვს რუსეთის დასასჯელად ტრიბუნალის შექმნას - არახამია

29-11-2022 22:49:13 ევროპა

უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გარკვეული წინააღმდეგობა რუსეთის დასასჯელად ტრიბუნალის შექმნის თაობაზე,– ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა დავით არახამიამ უკრაინის ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.

„ზოგიერთ შემთხვევაში ეს დემოკრატიულ წინააღმდეგობას ჰგავს და რიგ შემთხვევაში კი მიგვაჩნია, რომ აგრესორთან ერთად თამაშობენ“, - თქვა მან.

ამ სიტუაციის შესაცვლელად უკრაინა, არახამიას თქმით, ცდილობს „საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტების სრულ სპექტრი ჩართოს“.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მივაღწიოთ შეერთებული შტატების, საფრანგეთის და გერმანიის რეაქციას. და უკვე თითქმის დადებითი გამოხმაურება გვაქვს“, - შეაჯამა არახამიამ.

7 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მოუწოდა გაეროს, გაეროს წევრი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის განსასჯელად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები