ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

30-11-2022 10:50:35 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მისი ცნობით, ახალი გზა მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს) გვერდს აუვლის. შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა აღარ მოუწევს. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც წნორის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, წნორის შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები