სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, მასზე მიყურადება ხორციელდება

30-11-2022 11:18:14 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, მასზე მიყურადება ხორციელდება.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მან სამი მოწყობილობა აღმოაჩინა: ერთი სახლში, მეორე მანქანაში, ხოლო მესამე საკუთარი საცხორებლის მოპირდაპირე შენობაზე. ხაჭაპურიძის ვარაუდით, ეს უკანასკნელი სათვალთვალო მოწყობილობა უნდა იყოს.

"ერთი სახლში, სავარძელში ვიპოვე. როგორც ჩანს, შემოიტანეს და წაღების დროს დარჩა მეხსიერების ბარათი და კამერა. მეორე – მაღალ დონის მოსასმენი მოწყობილობა ავტმანანაში, ე.წ. "ბარდაჩოკში" იყო ჩამონტაჟებული",– უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

ადვოკატი ეჭვობს, რომ აღნიშნული მის საადვოკატო საქმიანობას, კერძოდ, მესამე პრეზიდენტის საქმეს უკავშირდება.

მას ჯერ არ მიუმართავს საგამოძიებო უწყებებისთვის, რადგან, როგორც განმარტავს, სააკაშვილის შუამდგომლობის საკითხითაა დაკავებული, თუმცა მისი საჯარო განცხადება უკვე ქმნის საფუძველს, დაიწყოს გამოძიება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები