მედია: თურქეთის მოქალაქეები აიფონების შესაძენად მასობრივად ბათუმში ჩამოდიან

30-11-2022 12:12:20 ეკონომიკა

თურქულმა მედიამ ერთბაშად რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა ქვეყნის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ახალი აიფონების შესაძენად საქართველოში ჩამოდიან. ჟურნალისტების ინფორმაციით, თურქეთიდან ე.წ. "სატელეფონო ტურებიც" კია ორგანიზებული, ბათუმის მაღაზიებთან კი გრძელი რიგები წარმოიქმნა.

როგორც რეპორტაჟებშია ნათქვამი, გაჯეტები საქართველოში, თურქეთთან შედარებით, თითქმის ორჯერ იაფია.

ერთ-ერთი თურქი მოქალაქე რეპორტაჟში ყვება, რომ ბათუმში iPhone 14 Pro 128 GB 24 500 თურქულ ლირად შეიძინა (1315 დოლარი), საბაჟოზე კი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება გააფორმა და 2 900 ლირა დაიბრუნა. თურქეთში იგივე მოდელის ღირებულება, მისი თქით, 45-50 000 ლირას (დაახლოებით 2500 დოლარს) აღწევს.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, აჟიოტაჟი იმას უკავშირდება, რომ 2023 წლიდან თურქეთში იზრდება უცხოეთიდან შეტანილი IMEI ტელეფონის რეგისტრაციის გადასახადი, რომელიც 300 დოლარს გადააჭარბებს, რეგისტრაციის გარეშე კი მობილურ კავშირზე წვდომა 120 დღის შემდეგ იბლოკება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები