ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მნიშვნელოვანია, რუსეთის მეზობლები შეესაბამებოდნენ სასანქციო პოლიტიკას"

30-11-2022 12:46:27 პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მიიჩნევს, რომ "მნიშვნელოვანია, რუსეთის მეზობლები შეესაბამებოდნენ სასანქციო პოლიტიკას".

"უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს უსაფრთხოების არჩევანი და ცხოვრების წესი მის მეზობლებს. ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის წინაპირობა უნდა იყოს ისიც, რომ ის ქვეყნები რომლებიც დააკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს იქნებიან ნატო-ს ოჯახის წევრები. ესონეთი მხარს უჭერს ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობლად მდებარეობს და რომლისთვისაც ამ ომის შედეგები არსებითად მნიშვნელოვანია, სრულად იყოს შესაბამისობაში რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკასა და კრემლის აგრესიისადმი პოლიტიკურ მიდგომასთან", – განაცხადა რეინსალუმ ბუქარესტში.

შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში 29–30 ნოემბერს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელშიც მათ შორის საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები