ლატვია გამოდის მოწოდებით, უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების უფლება მიეცეს

30-11-2022 13:07:43 ევროპა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი გამოვიდა მოწოდებით, კიევს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამხედრო სამიზნეებზე შეტევების განხორციელების უფლება მიეცეს.

"ჩვენ შესაძლებლობა უნდა მივცეთ უკრაინელებს, გამოიყენონ იარაღი რუსეთში არსებული სარაკეტო სისტემებისა და სამხედრო აეროდრომების გასანადგურებლად", – განაცხადა რინკევიჩმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის კულუარებში, - იუწყება უცხოური მედია.

მისივე თქით, "ალიანსის წევრი ქვეყნები ესკალაციას არ უნდა შეუშინდნენ", - იუწყება Bloomberg.

ცნობისთვის: ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის საკმარისი რადიუსის შეიარაღების მიწოდებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. ამის გამო კიევი მხოლოდ ოკუპირებულ და მოსაზღვრე რუსულ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებს უტევს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები