ზალუჟნი: "უკრაინელმა სამხედროებმა რუსული საჰაერო სამიზნეების 80% გაანადგურეს"

30-11-2022 13:20:14 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ანადგურებენ რუსული საჰაერო სამიზნეების დაახლოებით 80%-ს.

”სრულმასშტაბიანი ომის 9 თვის განმავლობაში, საჰაერო ძალებმა აღმოაჩინეს და თვალყური ადევნეს მტრის 240 000-ზე მეტ საჰაერო სამიზნეს. დაახლოებით 80% განადგურებულია ჩვენი საცეცხლე საშუალებებით. ეს არის ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, ინფრასტრუქტურა. და ეს ჩვენი ჯარისკაცების მაღალი ოსტატობის მაჩვენებელია“, - წერს ის „ფეისბუქში“, პირად გვერდზე გენერალი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის განმავლობასი რუსეთმა დაკარგა 280 თვითმფრინავი, 261 ვერტმფრენი, 1562 დრონი და 531 ფრთოსანი რაკეტა. რუსეთი არ ავრცელებს მონაცემებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მისი ტექნიკის დანაკარგების შესახებ.

რუსეთმა 23 ნოემბერს კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა კიევსა და უკრაინის სხვა დასახლებებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 17 წლის გოგონა. დაშავდა კიდევ 11 ადამიანი. უკრაინის პოლიციის ცნობით, ჯამში ექვსი ადამიანი დაიღუპა, 36 დაშავდა. მოსკოვი, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ თავდასხმებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები