ლომჯარია – სააკაშვილის ადვოკატის განცხადების შესახებ: "ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება"

30-11-2022 14:47:28 პოლიტიკა ,სამართალი

"ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება", - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერის აღმოჩენის თაობაზე.

მისი თქმით, საქართველოში უკონტროლო მოსმენებზე საზედამხედველო მექანიზმები არ არსებობს.

"ძალიან სამწუხაროა ასეთი რამ რომ მოხდა. ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება, იმიტომ, რომ როგორც წესი ამ ტიპის საქმეებზე გამოძიებები არ სრულდება და პასუხისგებაში არავინ მიეცემა ხოლმე“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის: შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ საკუთარ სახლში და ავტომობილში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. როგორც ადვოკატი „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, აპარატურა გუშინ საღამოს საათებში, შემთხვევით, სავარძელში იპოვეს, შემდეგ კი სათვალთვალო კამერა ავტომობილშიც ნახეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები