
საგამოძიებო სამსახურმა შალვა ხაჭაპურიძის შესაძლო უკანონო თვალთვალზე გამოძიება დაიწყო
30/11/2022 13:01:29 სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 30 ნოემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ უკანონოდ უსმენენ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მან სამი მოწყობილობა აღმოაჩინა: ერთი სახლში, მეორე მანქანაში, ხოლო მესამე საკუთარი საცხორებლის მოპირდაპირე შენობაზე.
ადვოკატი ეჭვობს, რომ აღნიშნული მის საადვოკატო საქმიანობას, კერძოდ, მესამე პრეზიდენტის საქმეს უკავშირდება.