Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატმა სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

სააკაშვილის ადვოკატმა სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

01/12/2022 07:32:29 სამართალი

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

„ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გამოიყენებს 284-ე მუხლს, ანუ სასჯელის გადავადებას, მაშინ ალტერნატივის სახით ვთავაზობთ, გამოიყენოს სასჯელის მოხდისგან დროებით გათავისუფლება – 283-ე მუხლი”, – ამბობს „TV პირველთან” საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.

დღეს ცენტრმა „ემპათიამ” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, "მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S