"თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება"
01/12/2022 10:37:20 პოლიტიკა
"თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება", - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩეხეთის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმად, "საქართველოში ჩეხეთიდან ექსპორტი გაორმაგებულია და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ხვდება".
როგორც კობახიძე აცხადებს, მსგავსი განცხადებები ჰქონდათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს და ასე მოიქცევიან ამ შემთხვევაშიც:
"თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა რეაგირება ექნებათ, კობახიძე ამბობს, რომ დიპლომატიური:
„დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ".


