მოლდოვა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივდებას გეგმავს

01-12-2022 18:56:40

მოლდოვის რესპუბლიკაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გახანგრძლივდება, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ პროექტს.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც საკითხი საგანგებო სიტუაციების კომისიამ განიხილა. კომისიის ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების, ასევე ცივი ზამთრის სეზონზე მოლდოვის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის შესაძლო პრობლემის გამო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელმა სარაკეტო დარტყმებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა მოლდოვის ენერგოუსაფრთხოებაზე.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციებს და ვერ შევიტანთ ეჭვს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაში", - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, მოლდოვის ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს დამატებითი ზომები ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების რისკების მართვის მიზნით, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მოლდოვის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მუდმივად გრძელდება. სამთავრობო ინიციატივა კენჭისყრისთვის უკვე წარედგინა პარლამენტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები