კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში, აშშ-ის საელჩოშიც მივიდა

01-12-2022 19:37:23 ევროპა

კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში, აშშ-ის საელჩოშიც მივიდა,– იუწყება Reuters ადგილობრივ ტელეარხ La Sexta-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მადრიდში აშშ-ის საელჩომ მიიღო კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით, როგორიც უკრაინის საელჩომ და სხვა სამიზნეებმა.

პოლიციამ საელჩოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ინციდენტის დეტალები ირკვევა.

ცნობისთვის: ოთხშაბათს ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მადრიდში უკრაინის საელჩოში მომხდარი აფეთქების შესახებ. საელჩოს კომენდანტმა, რომლის ხელებშიც აფეთქდა კონვერტი, მსუბუქი ჭრილობები მიიღო და ჰოსპიტალიზირებულ იქნა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინციდენტი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით ადგილობრივმა იარაღის მწარმოებელმა კომპანია Instalanza-მ მიიღო, რომელიც უკრაინასთან თანამშრომლობს.

მოგვიანებით, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უსაფრთხოების ძალებმა იპოვეს მესამე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობა კონვერტში, რომელიც მადრიდთან ახლოს მდებარე ტორეხონ-დე-არდოსის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე იყო გაგზავნილი.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ოფისმა 24 ნოემბერს მიიღო მსგავსი კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები