
სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ
01/12/2022 18:39:25 კავკასია
სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ. ასეთი შეთანხმება დღეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
არარატ მირზოიანმა და პიტერ სიატრომ გამოხატეს მზაობა, „გახსნან ახალი თავი სომხეთ-უნგრეთის ურთიერთობებში, რომელიც დაეფუძნება ორმხრივ ნდობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ლოძში ეუთოს მინისტრთა ფორუმის ფარგლებში შედგა,– იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეტყობინების მიხედვით, ერევანი და ბუდაპეშტი დანიშნავენ არარეზიდენტ ელჩებს, რათა შეისწავლონ ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებით, ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. საჭირო დიპლომატიური და ადმინისტრაციული პროცედურები უახლოეს დღეებში დაიწყება.