
ფაშინიანმა და რიკერმა, მათ შორის, რეგიონული და სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
01/12/2022 19:09:21 კავკასია
აშშ-ის მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში, ელჩი ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ სომხეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანი მიესალმა ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს რეგიონში და მაღალი შეფასება მისცა შეერთებული შტატების, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს როლს.
მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, „სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებების საერთაშორისო მექანიზმის ფორმირება“.
შედგა აზრთა გაცვლა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების, რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
საუბარი ასევე შეეხო სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობა სომხეთში დემოკრატიული რეფორმების ეფექტიან განხორციელებაში.
რიკერი იმყოფებოდა საქართვლოში, სადაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი რრაიბაშვილს შეხვდა. ისაუბრა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში აშშ–ის მხარდაჭერის ურყევობაზე და ასევე გაამახვილა ყურადღება რეგიონულ საკითხებზე. ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი სომხეთსა და აზრებაიჯანს შორის მედიაციაში.
"მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონალური მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა ტყვეების გაცვლასა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით. ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას".