რუსებს ზაპოროჟიედან გაჰყავთ ცალკეული დანაყოფები და საოკუპაციო პერსონალს ამზადებენ ევაკუაციისთვის – უკრაინის გენშტაბი

01-12-2022 23:48:14 ევროპა

რუსეთს ცალკეული დანაყოფები გაჰყავს და ემზადება ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებებიდან საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალის ევაკუაციისთვის,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს შემაჯამებელ განცხადებაში.

„ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებს გაჰყავთ ცალკეული ქვედანაყოფები და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს. ასე რომ, პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განლაგებულმა ქვედანაყოფებმა დატოვეს სოფელი მიხაილოვკა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

უწყების ცნობით, „პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები, გააქვთ მოპარული ქონება. სოფელ ბურჩაკში საოკუპაციო ხელისუფლება მოსახლეობის ე.წ ნებაყოფლობითი ევაკუაციის აღწერს ატარებს“.

რუსეთის ხელისუფლებამ სექტემბერში გამოაცხადა უკრაინის ოთხი რეგიონი საკუთარ ნაწილებას. მათ შორის, ზაპოროჟიე, რომელიც ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ. ნოემბრის ბოლოს უკრაინის Energoatom-ის პრეზიდენტმა პეტრ კოტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები სავარაუდოდ, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დასატოვებლად, რომელიც მათ მარტის დასაწყისში დაიკავეს. კრემლმა უარყო ეს ინფორმაცია.

ცნობისთვის: მანამდე რუსებმა დატოვეს ხერსონი, რომელიც ასევე რუსეთს ნაწილად გამოაცხადა კრემლმა ყალბი რეფერენდუმის საფუძველზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები