
საფრანგეთის პარლამენტი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს
02/12/2022 03:42:27 კავკასია
საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია სომხეთის მხარდასაჭერად. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას აზერბაიჯანის მიართ სანქციების შემოღების თაობაზე.
ანალოგიური დოკუმენტი ცოტა ხნით ადრე ფრანგულმა სენატმა მიიღო.
სომხეთში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, რეზოლუცია შეიცავს მოწოდებებს:
- "დაუყოვლებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ და დააბრუნონ სამშობლოში სომეხი ტყვეები;
- საფრანგეთის მთავრობამ შეისწავლოს ინდივიდუალური სანქციების დაწესების შესაძლებლობა აზერბაიჯანის მიერ სუვერენული სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისა და უკუპაციის გაგრძელების შემთხვევაში;
- საფრანგეთის მთავრობამ განაგრძოს საშუამავლო ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2020 წლის №502 რეზოლუციის შესაბამისად (რომელიც შეიცავდა მოწოდებას მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ);
- საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს სომხეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობები;
- საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღონ ყველა ზომა სომხეთის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დასაცავად მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება".
რეზოლუცია განსახილველად მმართველი უმრავლესობის ფრაქციამ - "აღორძინება" წარადგინა.
სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთში სომხეთის ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარიზი "ბაქოს წინააღმდეგ პროვოკაციების ორგანიზებაში" დაადანაშაულა და დასძინა, რომ "საფრანგეთი არ უნდა მონაწილეობდეს სამშვიდობო პროცესებში". ამასთან, მან უარი თქვა სომხეთის პრეიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე საფრანგეთის ლიდერის - ემანუელ მაკრონის მონაწილეობით.