„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით „ფელამუშიტომ“ წარმოება და რეალიზაცია გააფართოვა

02-12-2022 14:23:51 ეკონომიკა ,რეკლამა

„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, ქართული, მოდერნიზებული დესერტების კომპანია „ფელამუშიტომ“ წარმოება და რეალიზაცია გააფართოვა.

„თიბისის“ ცნობით, კომპანიამ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი ცხელი, ჩამოსასხმელი ფელამუში შესთავაზა, რომლის აპარატები, მათი ფილიალების გარდა, ქალაქის სხვადასხვა ობიექტებში განთავსდება.

„ფელამუშიტო“ ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა, როგორ ქართული დესერტების გამორჩეული კონცეფციის მქონე ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ტრადიციული ქართული ნუგბარის - ფელამუშის მოდერნიზებულ ვარიაციებს სთავაზობს. როგორც თავად აცხადებენ, ბრენდის კონცეფცია კულინარიული ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა და საყვარელი არომატების ხელახალ აღმოჩენას ემსახურება. „ფელამუშიტოს“ ცხელი და ცივი დესერტები ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს, როგორც კომპანიის ფილიალებში, ისე გამოძახებით.

„თიბისი ლიზინგი“, როგორც ქართული სტარტაპებისა და წარმოების აქტიური მხარდამჭერი, „ფელამუშიტოსთან“ იდეის გაჩენის დღიდან თანამშრომლობს და უფინანსებს სხვადასხვა აქტივს. მნიშვნელოვანია, რომ დესერტის დამზადებისას კომპანია მხოლოდ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებს, ასევე, უმეტესობა სახეობა დამატებითი შაქრის გარეშეა, რაც პროდუქტს კიდევ უფრო ჯანსაღს ხდის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სტარტაპების, მითუმეტეს, ქართული წარმოების მხარდაჭერა, რასაც ვფიქრობთ „ფელამუშიტო“ სრულფასოვნად პასუხობს. სწორედ ამიტომ, პროექტის საწყის ეტაპზევე ჩავერთეთ და მომართვიდან რამდენიმე დღეში დავაფინანსეთ მათი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები. ვთვლით, რომ ლიზინგი განსაკუთრებით მოქნილი საფინანსო ინსტრუმენტია სტარტაპებისთვის, რომელთაც წარმოებისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებით, რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის უთავისუფლდებათ“, - განაცხადა სერვისის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსმა ანანო ეკალაძემ.

„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფელამუშიტომ“ ცნობადობა მალევე მოიპოვა და რამდენიმე თვეში, სტარტაპი საგრძნობლად გაიზარდა, როგორც გაყიდვების მაჩვენებლით, ასევე ქალაქში ობიექტების რაოდენობით.

„ფელამუშიტო“ მომხმარებლებს სთავაზობს ფელამუშის როგორც თბილ, ასევე ცივ დესერტებს. გემოები მუდმივად ახლდება და დღესდღეობით 10-მდე სახეობა ერთიანდება: რქაწითელი, საფერავი, კარამელი, ყავა, გლინტვაინი, ადესა და სხვა.

დღესდღეობით, “ფელამუშიტოს” მიზანია შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული, მეგობრული გარემო, თანამედროვე ქართული დესერტის ახალი რეცეპტები და ყოველივე ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები