Accentnews.ge
კიევი - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო

კიევი - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო

02/12/2022 12:35:31 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო.

საგარეო უწყების ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა (პოლონეთი) და ბრნოში (ჩეხეთი).

გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ვატიკანში, უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს. შეერთებულ შტატებში განთავსებულმა უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით.

„არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები ამაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინული მხარე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სამართალდამცავებთან, რათა მუქარის ყველა შემთხვევა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.

ამასთან, უკრაინის ყველა საელჩო და საკონსულო უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზეა გადასული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S