„თიბისის“ მხარდაჭერით „პლანტველის“ ბიომეურნეობა კიდევ უფრო გაიზრდება

02-12-2022 16:51:33 ეკონომიკა ,რეკლამა

„თიბისის“ მხარდაჭერით, „პლანტველის“ ბიომეურნეობა უფრო გაიზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებთ, ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თიბისისა“ და „პლანტველის“ თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც „თიბისის“ აგროკრედიტის დახმარებით, „პლანტველმა“ 150-მეტრიანი ჭაბურღილით, რეზერვუარებით და სხვა აღჭურვილობით ადგილობრივები მეურნეობაში დაასაქმა.

„კომპანია „პლანტველის“ ეტიკეტსა და ლოგოს ქართული ბიოპროდუქტის, განსაკუთრებით კი მარწყვის მოყვარული მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა. „პლანტველის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მანანა ანჯაფარიძემ მარწყვის ბაღების გაშენება 2019 წელს გადაწყვიტა. იტალიიდან ჩამოტანილი ჯანმრთელი, ნაყოფიერი მარწყვის ნერგებისთვის ნატახტრის მიწა და კლიმატი თითქმის იდეალური აღმოჩნდა და ერთი წლის თავზე „პლანტველის“ გუნდმა გაწეული შრომის ნაყოფი, პირველი წარმატებაც მოიმკა - იტალიურმა მარწყვა უხვი და ჯანმრთელი ნაყოფი გამოიღო, რამაც „პლანტველის“ გუნდის მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

მანამდე კი იყო ბიომერუნეობის გაშენების რთული, მაგრამ გამოცდილებებით სავსე მცდელობები: 2018 წელს, ადგილობრივ სანერგეში ნაყიდი ჟოლოსა და მაყვლის ნერგები, რომლებიც კომპანიამ ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით 3 ჰა მიწაზე გააშენა, დაავადებული აღმოჩნდა, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებს ერთ წელიწადში ბაღების მთლიანად ამოთხრა და დაავადებული ნიადაგის მკურნალობა მოუწიათ.

თუმცა, მანანა ანჯაფარიძე ზარალს და წარუმატებლობას არ შეუშინდა და იტალიელი კონსულტანტის, ფრანკო ზენტის რჩევით და დახმარებით, იგივე მიწაზე, ახლა უკვე იტალიური მარწყვის რემონტანტული ჯიშის ნერგების გაშენება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანა და ერთი წლის თავზე ყველა დაარწმუნა, რომ მის მიერ დაწყებული უკომპრომისო, შრომატევადი და სირთულეებით სავსე საქმე - ბიოპროდუქტის წარმოება - სასარგებლოს გარდა მოგების მომტანიც იყო.

თიბისისა და ბიომეურნეობა „პლანტველის“ ურთიერთობა სწორედ 2019 წელს დაიწყო, როცა მანანა ანჯაფარიძე მარწყვის მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას შეუდგა, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით მეურნეობა ტრაქტორით, ღობით, შიდა გზებით, 150 მეტრიანი ჭაბურღილითა და რეზერვუარებით, სველი წერტილებითა და საჩრდილობელით აღჭურვა და მეურნეობაში ადგილობრივები დაასაქმა.

პარტნიორობა ამით არ დამთავრებულა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მარწყვის ძირები გაცილებით ჯანმრთელი და ნაყოფიერი იქნებოდა, თუკი მას იტალიურივე კონსტრუქციით გადახურავდნენ. თბისისი მხარდაჭერითა და ფრანკო ზენტის რჩევით, „პლანტველიმ“ ეგრეთწოდებული გვირაბული სისტემის სათბურები იტალიიდან საქართველოში ჩამოიტანა და ნატახტრის ბიომეურნეობაში დაამონტაჟა.

„ჯიშებმა, რომლებიც ჩვენ იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ნატახტარში ძალიან კარგად იხარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ მაინც უჭირთ ზაფხულის ცხელი დღეების, ჭარბი ნალექებისა და ქარების გაძლება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ცოტა ჩვენც დავეხმაროთ მარწყვს იმ პროცესების გავლაში, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ უხვი და ჯანსაღი ნაყოფი მოგვცეს. გვირაბული სათბურები სპეციალურად მარწყვის კულტურაზეა გათვლილი, მას აქვს სპეციალური, დამცავი ფირი და მზისგან დამჩრდილავი ბადე, რომელიც იცავს მას ზედმეტი სიცხისგან. მარწყვი დაცულია, ასევე, სეტყვისგან და ქარისგანაც, რომელიც განსაკუთრებით საშიშია სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო. თიბისის დახმარებით შარშან დავამონტაჟეთ ეს სათბურები და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს პრობლემებიც მოგვარებულია. პირველი წელია, რაც მოსავალი მივიღეთ - 1ჰა-ზე 20ტ. მარწყვი, რაც საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი რაოდენობაა. ამავდროულად, პირველი წელია, მოგებაზეც გავედით. მომავალ წლებში კი უფრო მეტ მოსავალს ველოდებით,“ - ამბობს მანანა ანჯაფარიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორი ტექნოლოგიის და მეთოდების გამოყენებით მარწყვის მეურნეობა გაცილებით მომგებიანი ბიზნესი გახდება, ვიდრე დღეს არის.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შემდეგ წლებში „პლანტველი“ მარწყვის რემონტანტული ჯიშებისგან კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელოდება. გეგმა კი სათბურებში დამატებით სავინტილაციო სისტემის დამონტაჟებას გულისხმობს, რომლის დახმარებითაც შიდა სივრცეში ტემპერატურის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. ამ სისტემამ კი მზის ენერგიაზე უნდა იმუშაოს, შესაბამისად, მანანა ანჯაფარიძე „პლანტველის“ მეურნეობაში მზის პანელების დამონტაჟებასაც აპირებს. გარდა ამისა, კომპანია მეურნეობის გაფართოებას და ბიზნესის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს. მალე „პლანტველი“ ტურისტებსაც უმასპინძლებს“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები