Accentnews.ge
"ვიმედოვნებ ახალ ომბუდსმენს ექნება გამბედაობა, თქვას სიმართლე და წარმოადგინოს ქართველი ხალხის ინტერესები იმგვარად, როგორ ამას ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებს"

"ვიმედოვნებ ახალ ომბუდსმენს ექნება გამბედაობა, თქვას სიმართლე და წარმოადგინოს ქართველი ხალხის ინტერესები იმგვარად, როგორ ამას ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებს"

02/12/2022 13:23:56 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "სახალხო დამცველის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებით აღსავსე ნებისმიერ დემოკრატიაში".

დიპლომატი იმედოვნებს, რომ ახალ ომბუდსმენს ექნება გამბედაობა, თქვას სიმართლე და წარმოადგინოს ქართველი ხალხის ინტერესები იმგვარად, როგორ ამას მოქმდი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებს.

"სახალხო დამცველის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებით აღსავსე ნებისმიერ დემოკრატიაში.საქართველოს კონსტიტუცია განაპირობებს რომ ომბუდსმენის მთავარი მანდატი ეს გახლავთ თითოეული საქართველოს მოქალაქის უფლების დაცვა. ხშირად ამით შეიძლება, არ იყოს კმაყოფილი მთავრობა ან სხვა ადამიანები, თუმცა სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ისაუბროს სიმართლე, როდესაც საუბარია ადამიანი უფლებების დაცვაზე. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს დიდ გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. აშშ–ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ოფისს უჭერს მხარს და უჭერდა მხარს ამ წლების განმავლობაში და ამ ერთობლივი თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ის, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტის შესაძლებლობები უფრო განვითარდა და უფრო ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე. ჩვენთვის ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ საბოლოო ჯამში, მივიღებთ ასეთივე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება იმის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე, წარმოადგინოს ქართველი ხალხის უფლებები და ინტერესი იმგვარად, როგორ ამას ნინი ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებს", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S