Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – სააკაშვილის შესახებ: "მთავარია, მთავრობამ გადადგას საჭირო ნაბიჯები ახალი ინფორმაციის საფუძველზე"

აშშ–ის ელჩი – სააკაშვილის შესახებ: "მთავარია, მთავრობამ გადადგას საჭირო ნაბიჯები ახალი ინფორმაციის საფუძველზე"

02/12/2022 13:30:40 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეცნობიან "ემპათიას" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

"განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს ძალიან ყურადღებით, დეტალურად გავდივართ ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშს. დოკუმენტების ნაწილი ჯერ კიდევ ქართულ ენაზეა და არ არის ინგლისურად ნათარგმნი. მთავარი არის ის, რომ მთავრობამ გადადგას საჭირო ნაბიჯები ახალი ინფორმაციის საფუძველზე. ყველა ველოდებით სანდო, ობიექტურ სამედიცინო დასკვნას ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეერთებული შტატები გამუდმებით ამბობს, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება და მისი უფლებები იყოს დაცული", – აცხადებს დეგნანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S