ჯანმო: "კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში არსებულმა ხარვეზებმა შესაძლოა, ახალი, მომაკვდინებელი შტამის შესაქმნელად წინაპირობები გააჩინოს"

03-12-2022 13:05:34 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე კორონავირუსის ახალი, მომაკვდინებელი შტამის გასაჩენად.

„ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ პანდემიის კრიტიკული ეტაპის დასასრულთან, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები ქმნის წინაპირობებს ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნავს გებრეისუსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს კორონავირუსის მიმართ უკვე აქვს გარკვეული იმუნიტეტი ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები