Accentnews.ge
ყირიმში მასშტაბური ავარია მოხდა

ყირიმში მასშტაბური ავარია მოხდა

05/12/2022 06:18:21 ევროპა

ყირიმის სიმფეროპოლის რეგიონში, ტავრიდას გზატკეცილზე მასშტაბური ავარია მოხდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იუწყება.

ყირიმში რუსული ტელეარხის «ТВ Центр» კორესპონდენტი ნიკიტა ვასილიევი ავარიას "საშინელებას" უწოდებს.

„საშინელი ავარია სიმფეროპოლის რაიონში ტავრიდას გზატკეცილზე. დაახლოებით 10 მანქანა, მათ შორის ავტობუსი, შეეჯახა ხიდს მდინარე ბურულჩაზე, სოფელ არომატნოიეს მახლობლად. მიზეზი აშკარად ყინული გახდა. ყირიმში კი ბევრი არ ცვლის საბურავებს. ხილვადობა მინიმალურია. ტენიანობა, ქარი და ტემპერატურის მერყეობა მყისიერად აქცევს სველ გზას სასრიალო მოედანად. საგზაო პირობები საშიშია",– დაწერა ვასილიევმა ტელეგრამ–არხზე.

მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S