Accentnews.ge
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

05/12/2022 07:56:09 რეგიონები, რეკლამა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეფერხების მიზეზი თოვლი და ჭარბი ნალექი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S