
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა
05/12/2022 10:53:41 ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება.
„ჩვენი მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს, 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ გადასამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ. ეს კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა