Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება"

ღარიბაშვილი: "გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება"

05/12/2022 10:57:42 პოლიტიკა, ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისი გამტარიუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი.

„გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, მისი გამტარიუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი. ასევე, ჩვენ დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. ეს სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და ტურისტებიც“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S