
ღარიბაშვილი: "ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება"
05/12/2022 10:59:53 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 21 მლნ ლარია გამოყოფილი.
„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. ქალბატონი თეა იყო ჩასული ქუთაისში. ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერის და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 21 მლნ ლარია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.