Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: "ჩვენი ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების"

ლევან დავითაშვილი: "ჩვენი ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების"

05/12/2022 13:09:26 პოლიტიკა, ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავტოსადგომებთან დაკავშირებული კანონპროექტი სავარაუდოდ, 2023 წელს იქნება მიღებული.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების.

„ავტოსადგომებთან დაკავშირებით ჩვენ გამზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება და შესაბამისად მოხდება ამ მიმართულების დარეგულირება, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი ავტოსადგომები აბსოლუტურად დერეგულირებულია. რამდენიმე კატეგორიის ავტოსადგომი იქნება და საქართველოში მალე მივიღებთ იმ სტანდარტის ავტოსადგომს, როგორიც არის ევროკავშირში. როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის მნიშვნელობაზე დამეთანხმებით რომ არის სფეროები, სადაც აშკარად გვაქვს ჩამორჩენა და მათ შორის, ერთ-ერთი არის ეს - ჩვენი ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S