
მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
05/12/2022 14:41:35 ევროპა
მოლდოვის პოლიციის განცხადებით, ბრიჩენის რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს,– იუწყება „როიტერი“ მოლდოვის სახელმწიფო საინფორმაციო პორტალ Prima Sursa-ზე დაყრდნობით.
მომხდარის დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს უკრაინის ქალაქებზე. სამიზნეშია უკრაინის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ენერგოობიექტები.