
შოლცი: “ვალდებულები ვართ, შევაჩეროთ რუსეთის რევანშისტული იმპერიალიზმი”
05/12/2022 15:17:22 ევროპა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, მსოფლიო “ვალდებულია, შეაჩეროს პუტინის რუსეთის რევანშისტული იმპერიალიზმი”.
ამის შესახებ მან გამოცემა “Foreign Affairs”-ს განუცხადა.
“მსოფიო დღეს ეპოქების მიჯნაზეა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი მთელი ეპოქის დასასრულის მანიშნებელია. მშვიდობისა და კეთლდღეობის ათწლეულების შემდეგ ევროპის წინაშე დადგა კითხვა: როგორ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება?” – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, რომლის თქმით, "პუტინს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ნება გაიტანოს".
"რუსეთის რევანშისტული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს. ეს ჩვენი ვალია" - დასძინა მან.