
კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული ათი რაკეტიდან ცხრის ჩამოგდების შესახებ იუწყბიან
05/12/2022 16:11:47 ევროპა
უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის თავზე რუსული ძალების მიერ გაშვებული 10 რაკეტიდან 9 ჩამოაგდეს.
„სარაკეტო თავდასხმის შედეგები. კიევის საჰაერო სივრცეში 10 რაკეტა დაფიქსირდა. ცხრა ადრე განადგურდა. ინფორმაცია ზუსტდება. მადლობა ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს, ”- ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ–არხზე განთავსებულ შეტყობინებაში.
რაც შეეხება მეათე რაკეტას, დარტყმისა და შედეგების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.
5 დეკემბრის ნაშუადღევს, როდესაც რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთი მასიური შეტევა განახორციელეს უკრაინაზე, კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. საჰაერო იერიში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უკანასკნელი მასიური თავდასხმა უკრაინაზე რუსებმა 23 ნოემბერს განახორციელეს.
მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულად განადგურებას უკრაინაში შეჭრის დღიდან მიუხედავად უამრავი მტკიცებულების არსებობისა.