
გასული კვირის განმავლობაში NATO–ს მოიერიშეები ბალტიისპირეთში ოთხჯერ აუშვეს ცაში რუსული ავიაციის გამო
05/12/2022 16:56:16 ევროპა
გასული კვირის განმავლობაში, ნატოს საჰაერო პოლიციის მოიერიშეებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში განახორციელეს ოთხი გაფრენა ბალტიის ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამრღვევი თვითმფრინავების იდენტიფიცირებისა და მათი გაცილების მიზნით,– იუწყება ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო.
29 ნოემბერს ნატოს მოიერიშეები ან-26–ის გასაცილებლად კალინინგრადის რუსეთის კონტროლირებად ცივრცემდე, რომელიც დაფრინავდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში.
შემდეგ ჯერზე, 1 დეკემბერს, ალიანსის მოიერიშეებმა რუსული ილ-20 გააცილეს რუსეთიდან კალინინგრადის რეგიონამდე. თვითმფრინავი სარადარო ტრანსპონდერისა და ფრენის გეგმის გარეშე დაფრინავდა. იმავე დღეს ალიანსის მოიერიშეებს კვლავ მოუხდათ აფრენა რუსული ან–26–ის გამო, რომელიც რუსეთიდან მოფრინავდა ასევე ფრენის გეგმის გარეშე. ის კალინინგრადამდე მიაცილეს. ერთი დღის შემდეგ ნატოს თვითმფრინავმა გააცილეს რუსულ ილ-20, რომელიც ბრუნდებოდა კალინინგრადის რეგიონიდან. ხოლო 3 დეკემბერს ალიანსის მოიერიშეებმა გააცილეს ორი რუსული თვითმფრინავი - Su-27P და ან -26, რომლებიც გაფრინდნენ რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რეგიონში.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბაზირებული ნატოს მოიერიშე თვითმფრინავები რეგულარულად აცილებენ რუსულ თვითმფრინავებს, რომლებიც ექსკლავში მიემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთი შეუერთდა ნატოს საჰაერო პატრულირების მისიას ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პირველად განათავსა თავისი უძლიერესი საბრძოლო თვითმფრინავები Rafale ლიეტუვაში.