Accentnews.ge
„ჩვილი აწამა“: საბერძნეთში იტალიის მოთხოვნით 31 წლის ქართველი დააკავეს

„ჩვილი აწამა“: საბერძნეთში იტალიის მოთხოვნით 31 წლის ქართველი დააკავეს

05/12/2022 18:04:23 სამართალი

საბერძნეთის პოლიციამ 31 წლის ქართველი დავით ადეიშვილის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა იტალიის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. არსებობს ცნობები, რომ პირს ვინაობა შეცვლილი აქვს და წარსულში ის თავართქილაძის გვარით მოქმედებდა.

ახალგაზრდა კაცს ყაჩაღობასა და ადამიანების, მათ შორის, ჩვილის წამებას ედავებიან. კერძოდ, როგორც მედია მიუთითებს, კაცი იტალიაში, ერთ–ერთ ფერმაში ყაჩაღობის მიზნით თანამზრახველებთან ერთად შეიჭრა, ითხოვდა თანხას და დედაზე ზეწოლის მიზნით, ქალის თვალწინ ჩვილი აწამა. შემთხვევა გასული წლის მარტში მოხდა.

„შემთხვევა კალაბრიის ფერმაში მოხდა: მან აწამა ჩვილი დედის თანდასწრებით, რათა ქალს სეიფის ადგილმდებარეობა გაემჟღავნებინა. ხელ–ფეხი შეუკრა მოხუც ბებია–ბაბუას. ამ მდგომარეობაში მძევლები მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ“,– იხსენებს მედია.

მათივე ცნობით, შემზარავი დანაშაულის შემდეგ პირმა ავტომანქანა იტალიის საზღვართან დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.

საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ბრალდებული საბერძნეთში ალბანეთის გავლით შევიდა.

ამჟამად პირი საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. მას სავარაუდოდ, იტალიას გადასცემენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S