
ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
05/12/2022 18:56:13 სამართალი
ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვრცელდება ცნობები, რომ თავდამსხმელებიც ქართველები არიან.
როგორც აშშ-ში მცხოვრები ქართველი "TV პირველთან" ყვება, სისხლიანი დაპირისპირება ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანში იმ დროს მოხდა, როდესაც საქართველოს ორ მოქალაქეს ბანკიდან ფული გამოჰქონდა.
"გარდაცვლილია 45 წლამდე მამაკაცია, დაჭრილი – 30 წლამდე მამაკაცი. იყვნენ ბანკში, ფულის გამოსატანად და როდესაც გამოვიდნენ, მათ აედევნათ სამი მამაკაცი და სამწუხაროდ, მოხდა მკვლელობა", - აცხადებს აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი "TV პირველთან".